Sponsored Content

Startup Grind Tbilisi 10 წლის იუბილეს აღნიშნავს — სტარტაპ ეკოსისტემის განვითარებისა და გაერთიანების ათწლეული

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

10 ნოემბერს სტარტაპ გრაინდ თბილისი დაარსებიდან 10 წლის იუბილეს აღნიშნავს.

ათწლეულის განმავლობაში ორგანიზაცია აქტიურად უწყობდა ხელს საქართველოში სტარტაპ ეკოსისტემის განვითარებას, მეწარმეების გაერთიანებას, ინოვაციების მხარდაჭერასა და ადგილობრივი სტარტაპების საერთაშორისო ეკოსისტემასთან დაკავშირებას.

გასული ათწლეულის განმავლობაში სტარტაპ გრაინდ თბილისი ჩამოყალიბდა მნიშვნელოვან

პლატფორმად, რომელიც აერთიანებს სტარტაპ ეკოსისტემის წევრებს ერთმანეთთან. ამ წლების განმავლობაში სტარტაპ გრაინდ თბილისმა უმასპინძლა არაერთ ცნობილ

ადგილობრივ და საერთაშორისო სპიკერს, ხელი შეუწყო სტარტაპ დამფუძნებლების დაკავშირებას ინვესტორებთან და მენტორებთან და შექმნა სივრცე, სადაც მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაეზიარებინათ გამოცდილება, განეხილათ ახალი შესაძლებლობები და დაემყარებინათ მნიშვნელოვანი პროფესიული კავშირები.

საიუბილეო ღონისძიება გააერთიანებს სტარტაპ ეკოსისტემის წარმომადგენლებს — დამფუძნებლებს, მეწარმეებს, ინვესტორებს, პარტნიორებს, სპიკერებსა და ორგანიზაციის მეგობრებს, რათა ერთად აღნიშნონ განვლილი ათწლეულის მიღწევები და ისაუბრონ მომავალ შესაძლებლობებზე.

ღონისძიების ფარგლებში სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ შეხვდნენ ძველ ნაცნობებს, გაიცნონ ეკოსისტემის ახალი წევრები, გაცვალონ გამოცდილება და გაიხსენონ ის გზა,

რომელიც სტარტაპ გრაინდ თბილისმა და მისმა საზოგადოებამ ერთად გაიარეს.

10 წლის იუბილე მხოლოდ ორგანიზაციის განვლილი გზის აღნიშვნა არ არის — ეს არის მადლიერების გამოხატვა იმ ადამიანების მიმართ, რომლებმაც ამ ისტორიის შექმნაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს.

საიუბილეო ღონისძიება გაიმართება 10 ნოემბერს, თბილისში, Terminal-ში, აბაშიძის ქუჩაზე.

ღონისძიების მხარდამჭერები არიან –ტერმინალი, თელიანი ველი, ნექსია, სტარტაპ კონექტი.

მედია პარტნიორი - Entrepreneur.

ღონისძიება ჩატარდება ინგლისურ ენაზე.

ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია, თუმცა აუცილებელია წინასწარი რეგისტრაცია.

*დასარეგისტრირებლად მიჰყევით ბმულს: https://luma.com/yze4oa80