Sponsored Content

საზოგადოებრივი სივრცეები, სიმწვანე და ჩრდილი – როგორ გახდა სტეფანო ბოერის კონცეფცია "ლოკო პარკის" არქიტექტურული კონკურსის გამარჯვებული

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

რა ქმნის თანამედროვე ურბანულ გარემოს – გამორჩეული არქიტექტურა თუ სივრცე, რომელიც ადამიანებს აერთიანებს? "ლოკო პარკის" არქიტექტურული კონკურსის მთავარი ამოცანაც სწორედ ამ კითხვაზე პასუხის პოვნა იყო. ადამიანებისთვის შექმნილი საზოგადოებრივი სივრცე, ინდუსტრიული მემკვიდრეობა და თანამედროვე არქიტექტურა – ეს ის წამყვანი მიმართულებებია, რომლებიც ტერიტორიის განვითარების ხედვას განსაზღვრავს და რომელზეც ახლა უკვე მსოფლიოში აღიარებული არქიტექტორი სტეფანო ბოერი და მისი გუნდი იზრუნებს. სწორედ სტეფანო ბოერის არქიტექტურული სტუდია გახდა "ლოკო პარკის" საცხოვრებელი ზონის პირველი ფაზის დახურული არქიტექტურული კონკურსის გამარჯვებული.

თუმცა გამარჯვებულის გამოვლენამდე პროექტმა მნიშვნელოვანი პროცესი და ეტაპები გაიარა. ნაცვლად იმისა, რომ სამშენებლო ზონის პირველი ფაზის პროექტირება ერთი არქიტექტურული სტუდიისთვის დაეკვეთა, "ლოკო პარკმა" მასზე საერთაშორისო კონკურსი გამოაცხადა. შედეგად, ხუთმა წამყვანმა ქართულმა და იტალიურმა არქიტექტურულმა სტუდიამ ერთი ტერიტორიის მომავლის საკუთარი, დამოუკიდებელი ხედვა წარმოადგინა, საბოლოო გადაწყვეტილება კი საერთაშორისო ექსპერტებისგან შემდგარმა ჟიურიმ მიიღო.

ეს არჩევანი პროექტის განვითარების ფილოსოფიასაც გამოხატავს: "ლოკო პარკისთვის" მთავარი არა მხოლოდ შენობების არქიტექტურა, არამედ ის გარემო და ცხოვრების ხარისხია, რომელსაც ახალი სივრცე ადამიანებს შესთავაზებს.

არქიტექტურული კონკურსის ჩატარება დეველოპერისთვის, როგორც წესი, უფრო რთული და ხანგრძლივი პროცესია, ვიდრე კონკრეტული სტუდიის შერჩევა და მისთვის სასურველი პროექტის დაკვეთა. თუმცა "ლოკო პარკის" შემთხვევაში ეს გადაწყვეტილება შეგნებული სტრატეგიის ნაწილი იყო.

"საერთაშორისო კონკურსმა მოგვცა შესაძლებლობა, "ლოკო პარკის" პირველი სამშენებლო ფაზისთვის ხუთი დამოუკიდებელი, პროფესიული ხედვა მიგვეღო და შეგვეფასებინა. ჩვენ გვსურდა, შეგვექმნა კონკურენცია, რათა ამ სივრცისთვის ყველაზე შესაფერისი კონცეფცია გვეპოვა, ახალი არქიტექტურა კი პროფესიული მუშაობის შედეგად მიგვეღო და არა სისწრაფესა და ხარისხს შორის მიღწეული კოპრომისით," - განმარტავს "ლოკო პარკის" აღმასრულებელი დირექტორი გიორგი კოსტავა.

22 ოქტომბერს გამართული კონკურსის ფინალური ეტაპის მონაწილეები იყვნენ: სტეფანო ბოერის არქიტექტურული სტუდია, "პიუარკი", "არტსტუდიო", X Architecture და "ურბანიკა". თითოეულ მათგანს ჟიურისა და ერთმანეთის წინაშე საკუთარი ხედვის წარმოდგენის შესაძლებლობა ჰქონდა, რაც კონკურსს განსხვავებული არქიტექტურული და ურბანული მიდგომების პროფესიულ დისკუსიად აქცევდა.

კონკურსის გამარჯვებული დამოუკიდებელმა საერთაშორისო ჟიურიმ გამოავლინა, რომელსაც ჰოლანდიელი არქიტექტორი და ურბანისტი მარკუს აპენცელერი ხელმძღვანელობდა. კონკურსის საფუძველს კი ტერიტორიის გენერალური გეგმა წარმოადგენდა, რომელიც 2025 წელს ნიდერლანდურმა კომპანია MLA+-მა შეიმუშავა და რომელიც სივრცის განვითარების ერთიან ხედვას განსაზღვრავს. თუმცა დოკუმენტი არ წარმოადგენდა მზა პასუხს კონკურსში მონაწილე არქიტექტორებისთვის. მისი მიზანი საერთო პრინციპების განსაზღვრა იყო, რომლის ფარგლებშიც თითოეული სტუდია საკუთარ, დამოუკიდებელ ხედვას დაეყრდნო.

მარკუს აპენცელერის თქმით, საუკეთესო პროექტის გამოვლენა ჟიურისთვის მარტივი არ ყოფილა, რადგან, თავის მხრივ, ყველა მონაწილეს ჰქონდა საინტერესო იდეები. საბოლოო არჩევანის გაკეთებისას კი მთავარი იმის განსაზღვრა იყო, თუ რომელი კონცეფცია პასუხობდა ყველაზე დამაჯერებლად ტერიტორიის საჭიროებებს.

"ჩვენ განვიხილეთ ყველა პროექტის დადებითი და უარყოფითი მხარეები, ვიმსჯელეთ იმაზე, თუ რა იყო საუკეთესო გადაწყვეტა, საუკეთესო პასუხი ამ ტერიტორიისთვის, რადგან "ლოკო პარკი" განსაკუთრებული სივრცეა – სივრცე, რომელსაც აქვს ინდუსტრიული მემკვიდრეობა, თანაც, გამორჩეული ინდუსტრიული მემკვიდრეობა უზარმაზარი შენობებითა და იშვიათი ინფრასტრუქტურით. ამ ტერიტორიას საკუთარი იდენტობა აქვს და სივრცის გარდაქმნის პროცესში მისი შენარჩუნება ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა. არქიტექტურულმა სტუდიებმა უნდა წარმოადგინონ თანამედროვე გადაწყვეტები, რომლებიც უკვე არსებული გენერალური გეგმის პრინციპებს განავითარებს და ამავდროულად მასში საკუთარ, ახალ ხედვასაც შემოიტანს. ჩვენი განხილვის მთავარი ფოკუსიც ამის გარშემო იყო."

შეფასებისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ლანდშაფტს, საზოგადოებრივ სარგებელს, ტერიტორიის ინდუსტრიულ მემკვიდრეობასა და მისი მასშტაბების გათვალისწინებას. ჟიურისთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ ახალი არქიტექტურა გარემოსგან იზოლირებულად არ აღქმულიყო, არამედ მისი უკვე არსებული ხასიათისა და სამომავლო განვითარების ბუნებრივი გაგრძელება გამხდარიყო.

საბოლოოდ, არჩევანი სტეფანო ბოერის არქიტექტურულ სტუდიაზე შეჩერდა. გამარჯვებული კონცეფციის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა საზოგადოებრივი სივრცეების პრიორიტეტულობაა.

სტეფანო ბოერი თანამედროვე არქიტექტურის ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურაა, რომლის შემოქმედების ქვაკუთხედი ბუნებისა და ურბანული გარემოს ინტეგრაციაა. ამის ყველაზე ცნობილი მაგალითი კი მილანის "ვერტიკალური ტყეა" (Bosco Verticale) – ორი მრავალსართულიანი შენობა, რომელთა ფასადებზე მცენარეების ვერტიკალური ბაღებია მოწყობილი.

"ლოკო პარკისთვის" შექმნილ კონცეფციაშიც ბოერი სწორედ იმ პრინციპებს ავითარებს, რომლებიც მის არქიტექტურულ მიდგომას ახასიათებს: სიმწვანე, ბუნებრივი ჩრდილი, საფეხმავლო ქსელები და საზოგადოებრივი სივრცეები ქალაქის ყოველდღიურ ცხოვრებაში.

"ჩვენი პროექტის მთავარი იდეა არის ფოკუსი ღია და საზოგადოებრივ სივრცეებზე. მთავარი, რაც გავაკეთეთ და ვიცით, რომ თბილისში ამის საჭიროება აქტიურად დგას, ეს სწორედ მწვანე საზოგადოებრივი სივრცეებია. იდეა, რომ შეგვექმნა ყველასთვის ხელმისაწვდომი, დიდი საზოგადოებრივი პარკი, ჩვენი პროექტის ხელხემალი იყო და ვფიქრობ, ეს ძალიან საჭიროა თბილისისთვის.

ჩვენთვის ორი რამ არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი: სიმწვანე და ჩრდილი – კომპონენტები, რომლებიც მომავალში უფრო და უფრო მნიშვნელოვანი გახდება. "ლოკო პარკის" პროექტშიც სწორედ ამ ელემენტებზე გვაქვს აქცენტი", – ამბობს სტეფანო ბოერი."

"ლოკო პარკის" არქიტექტურული კონკურსი ტერიტორიის განვითარების უფრო ფართო სტრატეგიის ნაწილია. გურამიშვილის გამზირზე მდებარე ყოფილი ელმავალმშენებელი ქარხნის სივრცის გარდაქმნა მრავალფუნქციური ურბანული გარემოს შექმნას ითვალისწინებს. პროექტი, საცხოვრებელთან ერთად, საზოგადოებრივ, კულტურულ, სახელოვნებო, რეკრეაციულ და კომერციულ მიმართულებებს გააერთიანებს. განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება პროექტის მთავარ ღერძს - საზოგადოებრივ პარკს, რომელიც 2027 წელს გაიხსნება და ხელმისაწვდომი იქნება ყველასთვის. პარალელურად, ვითარდება Loco Arts – სახელოვნებო მიმართულება, რომელიც სივრცეს კულტურულ ცენტრად აქცევს. სწორედ საზოგადოებრივ სარგებელსა და კულტურულ ურბანიზმს ეფუძნება "ლოკო პარკის" პროექტის იდეაც.