რატომ Concept of Safety (COS)? უსაფრთხოების სრული მომსახურება?
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
შრომის უსაფრთხოება დღეს მხოლოდ საკანონმდებლო მოთხოვნის შესრულებას აღარ ნიშნავს. თანამედროვე ბიზნესისთვის ის არის ადამიანების დაცვა, პროცესების ეფექტიანობა, რისკების მართვა და კომპანიის მდგრადი განვითარება.
სწორედ ამიტომ, ორგანიზაციები სულ უფრო ხშირად ირჩევენ პარტნიორს, რომელსაც შეუძლია არა მხოლოდ ცალკეული მომსახურების მიწოდება, არამედ უსაფრთხოების სისტემის სრულად დაგეგმვა, დანერგვა და მართვა.
Concept of Safety (COS) საქართველოში კორპორაციული უსაფრთხოების ერთ-ერთი წამყვანი კომპანიაა, რომელიც ბიზნესს სთავაზობს როგორც საკონსულტაციო, ისე საგანმანათლებლო და პრაქტიკულ მომსახურებებს, საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად. კომპანია დღემდე 250-ზე მეტ ორგანიზაციასთან თანამშრომლობს და 1700-მდე ობიექტზე უსაფრთხოების სისტემების განვითარებაში აქვს მიღებული მონაწილეობა.
კომპლექსური მომსახურება - ერთი პარტნიორი ყველა მიმართულებით
COS-ის მთავარი უპირატესობა მისი მრავალპროფილურობაა. კომპანიები ერთ სივრცეში იღებენ ყველა იმ მომსახურებას, რომელიც უსაფრთხო და კანონმდებლობასთან შესაბამისი სამუშაო გარემოს შესაქმნელად არის საჭირო.
COS-ის მომსახურებები მოიცავს:
- შრომის უსაფრთხოების სისტემის დანერგვასა და მართვას;
- შრომის უსაფრთხოების აუდიტს;
- სახანძრო უსაფრთხოების მომსახურებას;
- სამუშაო გარემოს ფიზიკური ფაქტორების გაზომვას;
- გარემოს დაცვის კონსულტაციას, დოკუმენტაციის მომზადებას და ტრენინგებს;
- სურსათის უვნებლობის (HACCP) სისტემის დანერგვას;
- პერსონალურ მონაცემთა დაცვის მომსახურებას;
- ტექნიკური მოწყობილობების ინსპექტირებას;
- შრომითი უფლებებისა და სამუშაო ადგილზე შევიწროების პრევენციის მიმართულებით კონსულტაციას;
- უსაფრთხოების ტრენინგებსა და პრაქტიკულ სასწავლო პროგრამებს.
- უსაფრთხოების მართვა 360°
- უსაფრთხოების ტრენინგები VR ტექნოლოგიით
ამ მიდგომით კომპანიებს აღარ სჭირდებათ სხვადასხვა მიმართულებისთვის განსხვავებული კონტრაქტორების მოძიება ყველა სერვისი ინტეგრირებულია ერთ სისტემაში.
საერთაშორისო სტანდარტებზე დაფუძნებული სწავლება
შრომის უსაფრთხოების სპეციალისტისთვის თეორიული ცოდნა საკმარისი აღარ არის. თანამედროვე ბაზარი მოითხოვს პრაქტიკულ გამოცდილებას, საერთაშორისო სტანდარტების ცოდნასა და მუდმივ განვითარებას.
COS სწორედ ამ პრინციპით ქმნის საკუთარ სასწავლო პროგრამებს.
კომპანია წარმოადგენს ამერიკული ორგანიზაცია OSHAcademy-ის ავტორიზებულ სასწავლო პროვაიდერს, რაც მსმენელებს შესაძლებლობას აძლევს მიიღონ საერთაშორისოდ აღიარებული სასწავლო პროგრამები და სერტიფიკატები.
სასწავლო პროგრამები ეფუძნება:
- საქართველოს მოქმედ კანონმდებლობას;
- საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკას;
- რეალურ სამუშაო შემთხვევებს;
- პრაქტიკულ სავარჯიშოებს;
- ინდუსტრიულ გამოცდილებას.
COS-ის ტრენინგები მხოლოდ ლექციებით არ შემოიფარგლება.
სასწავლო პროცესში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა პრაქტიკულ ნაწილს, სადაც მონაწილეები სწავლობენ:
- რისკების შეფასებას;
- ინციდენტების მოკვლევას;
- უსაფრთხოების აუდიტის ჩატარებას;
- უსაფრთხოების დოკუმენტაციის მომზადებას;
- სამუშაო გარემოს შეფასებას;
- უსაფრთხოების მართვის სისტემების პრაქტიკულ დანერგვას.
ეს მიდგომა მსმენელებს საშუალებას აძლევს მიღებული ცოდნა გამოიყენონ საკუთარ სამუშაო გარემოში.
გამოცდილი ექსპერტების გუნდი
COS-ის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა მრავალწლიანი პრაქტიკული გამოცდილების მქონე ექსპერტების გუნდია.
ტრენერები და კონსულტანტები მუშაობენ სხვადასხვა ინდუსტრიაში - წარმოებაში, მშენებლობაში, ენერგეტიკაში, ლოგისტიკაში, კვების სექტორში, ჯანდაცვასა და მომსახურების სფეროში.
რატომ ირჩევენ კომპანიები COS-ს?
ორგანიზაციები Concept of Safety-ს ირჩევენ, რადგან კომპანია უზრუნველყოფს:
- კომპლექსურ უსაფრთხოების მომსახურებას;
- საერთაშორისო სტანდარტებზე დაფუძნებულ მიდგომებს;
- ამერიკული ორგანიზაცია OSHAcademy-ის ავტორიზებულ სასწავლო პროგრამებს;
- პრაქტიკულ და შედეგზე ორიენტირებულ ტრენინგებს;
- სხვადასხვა ინდუსტრიის გამოცდილ ექსპერტებს;
- ბიზნესის სპეციფიკაზე მორგებულ გადაწყვეტილებებს;
- უსაფრთხოების სისტემების სრულ ციკლს - შეფასებიდან დანერგვამდე და მუდმივ მხარდაჭერამდე.
თუ თქვენი მიზანია შექმნათ უსაფრთხო, ეფექტიანი და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისი სამუშაო გარემო, Concept of Safety გთავაზობთ სრულ მომსახურებას კონსულტაციიდან და ტრენინგებიდან დაწყებული, უსაფრთხოების სისტემების დანერგვითა და უწყვეტი მხარდაჭერით დასრულებული.