"გამარჯვება, რომელიც გვაერთიანებს" – სანდრო ბაზაძე არქის ახალ ვიდეორგოლში

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ყველა დიდი გამარჯვების უკან დაუღალავი შრომა, დისციპლინა, თავდადება და მიზნისკენ შეუჩერებელი სწრაფვა დგას.

სწორედ ამ იდეას ეძღვნება არქის ახალი ვიდეორგოლი "გამარჯვება, რომელიც გვაერთიანებს", რომლის მთავარი გმირი ქართველი მოფარიკავე სანდრო ბაზაძეა. ვიდეორგოლის იდეასა და განხორციელებაზე არქის მარკეტინგის გუნდმა იმუშავა.

ვიდეოში სპორტსმენი წარმატებისკენ მიმავალ გზაზე გვიყვება, სადაც გამოწვევების გადალახვა, საკუთარი შესაძლებლობების რწმენა და მიზნის ერთგულება გადამწყვეტ როლს ასრულებს.

"ყველაფერი მიზნით იწყება. თავიდან იდეად იბადება და შემდეგ ყველაფერს აკეთებ მის მისაღწევად. ამ გზაზე ყველა ნაბიჯი ღირებულია. ყველა ნაბიჯზე თავდადება გჭირდება. დაუღალავი შრომა. დისციპლინა. მთელი ეს გზა რომ გაიარო. ემოციურ ისტორიას კი გამარჯვება წერს. გამარჯვება გვახარებს. გამარჯვება გვაერთიანებს", - ამბობს სანდრო ვიდეორგოლში.

2026 წლის სეზონი სანდრო ბაზაძისთვის განსაკუთრებით წარმატებულია. ქართველმა მოფარიკავემ ბულგარეთში, ალჟირსა და ჩინეთში გამართულ საერთაშორისო ტურნირებზე სამი ოქროს მედალი მოიპოვა და კიდევ ერთხელ ასახელა საქართველო საერთაშორისო სპორტულ ასპარეზზე.

გვახარებს და გვეამაყება, რომ არქი, საქართველოში #1 დეველოპერი, სანდრო ბაზაძის მთავარი მხარდამჭერია.