Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ადამიანები მგზავრობის დაგეგმვას ხშირად მოგზაურობამდე გაცილებით ადრე იწყებენ. არჩევენ მიმართულებას, თარიღსა და დროს. დღეს ამ საკითხის მოგვარება სახლიდან გაუსვლელადაა შესაძლებელი, რადგან ბილეთების შეძენა ონლაინ ბევრად სწრაფი და კომფორტულია. რაც მთავარია, სალაროსთან რიგში დგომა საჭირო აღარ არის.
საქართველოში ონლაინ როგორც მატარებლის, ისე საქალაქთაშორისო ავტობუსის ბილეთების შეძენაა შესაძლებელი. biletebi ამ ორ მიმართულებას მგზავრებს ერთ პლატფორმაზე სთავაზობს.
მატარებლის ბილეთების ყიდვა ონლაინ მგზავრობამდე ოცი დღით ადრეა შესაძლებელი. ეს ვადა გასათვალისწინებელია იმ მოთხოვნადი მიმართულებების შემთხვევაში, სადაც თავისუფალი ადგილები სწრაფად იწურება. ბილეთის წინასწარ აღება მომხმარებელს რიგში ლოდინსა და ბოლო წუთს წარმოქმნილ გაუთვალისწინებელ რისკებს არიდებს.
უსაფრთხოების მიზნით, მატარებლის გასვლამდე ათი წუთით ადრე ბილეთების გაყიდვა სრულდება. საქალაქთაშორისო მიმართულებებზეც იმავე პროცესის გავლაა საჭირო. თბილისი-ბათუმისა და თბილისი-ქუთაისის მარშრუტებზე რამდენიმე კომპანია ოპერირებს – Metro Georgia და City Bus, ქუთაისში კი Omnibus და Georgian. თითოეული მათგანის ვებგვერდზე მარშრუტები სრულადაა თავმოყრილი და სასურველ დროსა და ადგილს წინასწარ მარტივად აირჩევთ.
ბილეთის რეგისტრაციისას მგზავრის პირადი ნომერი უნდა მიუთითოთ. თოთხმეტ წლამდე ბავშვისთვის დაბადების მოწმობაც დასაშვებია. მატარებელში ასვლისას მგზავრი ელექტრონულ ბილეთსა და პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტს წარადგენს.
ხუთ წლამდე ბავშვს ბილეთი არ სჭირდება, თუ ის ცალკე ადგილს არ იკავებს. თუ ბავშვს დამოუკიდებელი ადგილი დასჭირდა, ან ერთზე მეტი მცირეწლოვანი მოგყვებათ, ცალკე ბილეთის ყიდვა მოგიწევთ. ხუთიდან ათ წლამდე ბავშვები შეღავათით სარგებლობენ, ხოლო ათი წლის ასაკიდან კი მგზავრობის ზოგადი წესები მოქმედებს.
თითოეულ მგზავრს თან შეუძლია იქონიოს გარკვეული წონისა და გაბარიტის ხელბარგი, რაც, უმეტეს შემთხვევაში, 20 კგ.-მდე მერყეობს. თუ თქვენი ბარგი დასაშვებ ნორმებს აღემატება, დამატებითი მოსაკრებლის გადახდა მოგიწევთ.
შინაური ცხოველების გადაყვანა ნებადართულია სპეციალურ გადამყვან კონტეინერში ან გალიაში, გარკვეული წესების დაცვით. კონკრეტული ჯიშის ძაღლების შემთხვევაში კი აუცილებელია სათანადო აღჭურვილობის, მაგალითად, ალიკაპის ქონა.
მგზავრმა წინასწარ უნდა გადაამოწმოს კონკრეტული კომპანიის წესები, რადგან დამატებითი ბარგისა თუ ცხოველების გადაყვანის პირობები შესაძლოა, განსხვავდებოდეს.
ონლაინ შეძენა დროს ზოგავს. ყიდვის პროცესი რამდენიმე წუთს გართმევთ და აღარ გიწევთ სალაროსთან მისვლა მხოლოდ იმის გასარკვევად, არის თუ არა თავისუფალი ადგილები.
Biletebi-ის პლატფორმა მგზავრობის წინასწარი დაგეგმვისთვისაც მოსახერხებელია. მომხმარებელი ერთმანეთს ადარებს ხელმისაწვდომ დროსა და მიმართულებებს, რის შემდეგაც იღებს გადაწყვეტილებას.
გასათვალისწინებელია რამდენიმე დეტალი: გამოუყენებელი ბილეთის დაბრუნება მხოლოდ იმ პირს შეუძლია, ვის სახელზეც არის რეგისტრირებული. მატარებლის დაგვიანების შემთხვევაში კი მგზავრს კომპენსაცია ეკუთვნის.
ონლაინ მგზავრობის დაგეგმვას სულ რამდენიმე წუთი სჭირდება. biletebi.ge-ზე მატარებლისა და ავტობუსის ბილეთს ერთ სივრცეში შეიძენთ.