The Lake ლისის ტბაზე: ინდივიდუალური არქიტექტურა და 5 წამყვანი ქართული სტუდია Placemakers-ის ეკოსისტემაში
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
ლისის ტბის გარშემო მიმდინარე ურბანული ტრანსფორმაცია ახალ, კიდევ უფრო დახვეწილ ფაზაში შედის. დეველოპერული კომპანია Placemakers, რომელმაც საზოგადოებას ბუნებისა და თანამედროვეობის სინთეზზე დაფუძნებული უნიკალური პროექტი The Lake წარუდგინა, ცხოვრების სტილის ფორმირების იდეას კიდევ უფრო მასშტაბურ და პერსონალიზებულ განზომილებას აძლევს.
The Lake არ არის უბრალოდ მორიგი საცხოვრებელი კომპლექსი; ეს არის 14-მდე ჰექტარზე გაშლილი ექსკლუზიური ეკოსისტემა, რომელიც ქალაქის ენერგიასა და ბუნების სიმშვიდეს აერთიანებს. პროექტის გულს წარმოადგენს მსოფლიოში წამყვანი ნორვეგიული არქიტექტურული სტუდიის, Snøhetta-ს მიერ დაპროექტებული მრავალფუნქციური სივრცე Lake House, რომელიც მთელი თბილისის ახალ მიზიდულობის წერტილად იქცევა. Lake House პროექტის ერთგვარი გული იქნება. სწორედ ამ შენობას უკავია განსაკუთრებული ადგილი Placemakers-ის ხედვაში: ის არ იქმნება მხოლოდ მობინადრეების ყოველდღიური საჭიროებების დასაკმაყოფილებლად. Lake House-ის დანიშნულება გაცილებით ფართოა და მიზანია, გახდეს ადგილი, სადაც ერთმანეთს შეხვდებიან კომპლექსის მცხოვრებლები, მათი სტუმრები თუ სხვა ვიზიტორები. ამავდროულად, მცხოვრებლებსა და კლუბის წევრებს განსაკუთრებული პრივილეგიები ექნებათ: ეს მოიცავს ექსკლუზიურ შეთავაზებებსა და სივრცეებს, რომლებითაც მხოლოდ ისინი ისარგებლებენ.
იმისათვის, რომ უბნის მცხოვრებლებმა უნიკალური, მათზე მორგებული ყოველდღიურობა მიიღონ, კომპანიამ პროექტის უმნიშვნელოვანესი ნაწილის, ინდივიდუალური ვილების, შესაქმნელად 5 წამყვანი ქართული არქიტექტურული სტუდია გააერთიანა. პროექტის გენერალური გეგმა, Lake House-სთან ერთად, მოიცავს 20 საინვესტიციო მიწის ნაკვეთს (1000-დან 1 300 კვ.მ-მდე), 21 პრივატულ სახლს და 49 ინდივიდუალური დიზაინის მქონე ვილას. სწორედ ამ ვილების არქიტექტურულ მრავალფეროვნებაზე, გარემოსთან იდეალურ თავსებადობასა და პრემიუმ კლასის ესთეტიკაზე იზრუნებს 5 არქიტექტურული სტუდია და თითოეული მათგანი ერთ გამორჩეულ საავტორო ვილას დააპროექტებს. პროექტში მიწის ნაკვეთების პრივატული სახლებისა და ვილების წინასწარი გაყიდვები უკვე დაწყებულია, რაც მომავალ მფლობელებს აძლევს შანსს, გახდნენ თბილისის ყველაზე პრესტიჟული ურბანული სივრცის ნაწილი.
წარმოგიდგენთ 5 ქართულ არქიტექტურულ სტუდიას, რომლებიც The Lake-ის ვილების კონცეფციასა და ვიზუალურ ხელწერას შექმნიან:
Architects of Invention: სახლი, როგორც ცხოვრების სარკე და სამი სფეროს უზადო ჰარმონია
საერთაშორისო პრემიების ლაურეატი არქიტექტორი და აკადემიკოსი, ნიკა ჯაფარიძე, რომელიც პარალელურად თბილისსა და ლონდონში მოღვაწეობს, სტუდია Architects of Invention-ის თანადამფუძნებელია. 15 წლის წინ დაარსებულმა სტუდიამ უკვე 15-მდე მასშტაბური და გამორჩეული პროექტი განახორციელა. ნიკა ჯაფარიძისთვის შემოქმედებითი ინსპირაციის უმთავრესი წყარო ადამიანის მიერ შექმნილი სისტემების სინთეზია: სივრცე, სადაც პირველქმნილი ბუნება და ადამიანის მარადიული მისწრაფება სილამაზისა და წესრიგისკენ ერთმანეთს ჰარმონიულად კვეთს.
Architects of Invention-ის ფილოსოფიაში სიტყვა "ჰარმონია" მკაცრად განსაზღვრულ, პროფესიულ ფორმულას ეფუძნება. ნიკა ჯაფარიძის ხედვით, სრულყოფილი არქიტექტურა მხოლოდ მაშინ იბადება, როდესაც სამი ფუნდამენტური სფერო: ხელოვნება, ტექნოლოგია და ეკონომიკა ერთმანეთთან იდეალურ, პროპორციულ თანხვედრაში მოდის. სწორედ ამ პრინციპით იქმნება სტუდიის საავტორო ვილა The Lake-ის ეკოსისტემაში.
ნიკა ჯაფარიძის შეფასებით, The Lake უძრავი ქონების ბაზარზე სრულიად გამორჩეული მოვლენაა. პროექტის მიმზიდველობას მხოლოდ მისი უალამაზესი მდებარეობა, რელიეფის ხასიათი და ტბისკენ გადაშლილი ხედები არ განსაზღვრავს. მისი უნიკალურობა იმ გლობალურ კონტექსტშია, რომელსაც Placemakers ქმნის – წამყვანი ადგილობრივი და საერთაშორისო არქიტექტორების მიერ ერთობლივად დაპროექტებული სივრცე, სადაც აბსოლუტურად ყოველი დეტალი უმაღლეს დონეზეა გააზრებული. არქიტექტორი პირდაპირ ამბობს: "აქ ცხოვრება ოცნებაა".
ჯაფარიძისთვის სახლის შექმნის პროცესი ყოველთვის ამაღელვებელი და საპასუხისმგებლოა, რადგან ფიზიკური ნაგებობა ადამიანის შინაგან სამყაროსთან უნდა რეზონირებდეს:
"სახლის შექმნა ყოველთვის ამაღელვებელია. აქ ყოველ ადგილს და დეტალს დიდი მნიშვნელობა აქვს. რასაც ეხები, ყველაფერი წარმოადგენს ცხოვრების წესს. შენი სახლი არ არის პროდუქტი, შენი სახლი არის შენი ცხოვრების სარკე".
ამგვარად, Architects of Invention-ის მიერ დაპროექტებული ვილა The Lake-ში იქნება არა უბრალოდ პრემიუმ კლასის უძრავი ქონება, არამედ მფლობელის ინდივიდუალურობის, მისი გემოვნებისა და ცხოვრების წესის ზუსტი არეკვლა, ხელოვნებისა და უახლესი ტექნოლოგიების სინთეზით მიღწეული სრულყოფილება.
"ხმალაძე არქიტექტორები": სინათლისა და სივრცის ავანგარდი
გიორგი ხმალაძის არქიტექტურული სტუდია, რომელსაც არაერთი საერთაშორისო ჯილდო და აღიარება აქვს მოპოვებული, ცნობილია თავისი ინოვაციური, სტრუქტურულად რთული და გეომეტრიულად სრულყოფილი პროექტებით. The Lake-ის ფარგლებში მათ მიერ შექმნილი ვილა იქნება არქიტექტურული ავანგარდის გამოხატულება. შენობის ორიენტაცია, ჩრდილებისა და სინათლის თამაში ფასადზე, და პანორამული ხედების სინემატოგრაფიული აღქმა ამ სახლს უნიკალურ საცხოვრებელ გამოცდილებად აქცევს. პროექტი უზრუნველყოფს სრულ პრივატულობას და ამავდროულად, ხსნის სივრცეს ლისის ტბის თვალწარმტაცი პეიზაჟისთვის.

გიორგი ხმალაძის არქიტექტურული სტუდიისთვის The Lake-ის პროექტზე მუშაობის ინსპირაცია საწყისი მოცემულობების უნიკალური სინთეზი გახდა. საპროექტო არეალის მთავარი ღირსება: ტბისკენ გადაშლილი უწყვეტი, პანორამული ხედი და ქანობიანი რელიეფი მათ არა ტექნიკურ გამოწვევად, არამედ პროექტის მთავარ არქიტექტურულ აქცენტად აქციეს. "ხმალაძე არქიტექტორების" ხედვით, ბუნებრივი ფერდობი კი არ უნდა შეიცვალოს ან დაიმალოს, არამედ ის თავად სახლის ორგანულ ნაწილად უნდა გარდაიქმნას.
ამ მიდგომის შედეგად, სტუდიამ შექნა ხელოვნური ლანდშაფტი და გამწვანებული შიდა ეზო. ეს არის სივრცე, რომელიც არღვევს საზღვრებს შენობასა და გარე სამყაროს შორის, რაც ბინადარს საშუალებას აძლევს, ბუნებასთან უწყვეტი ინტერაქცია წელიწადის ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ამინდში შეინარჩუნოს. ვილის ვიზუალური იდენტობა მთლიანად ბუნებრივ მასალებსა და მშვიდ, მიწისფერ ტონალობებს ეფუძნება. არქიტექტურის უმთავრესი ამოცანაა, ნაგებობა ამ გარემოს ნაწილად აქციოს, რათა ის ერთგვარად "ჩაიკარგოს" ლისის ფერდობის ესთეტიკაში.
გიორგი ხმალაძის გუნდისთვის ამ პროექტში მონაწილეობა განსაკუთრებით მიმზიდველი აღმოჩნდა იმ უპრეცედენტო კოლაბორაციის გამო, რომელსაც Placemakers უწევს ორგანიზებას. რამდენიმე გამორჩეულ ქართველ ავტორს ეძლევა ერთი კონკრეტული მოცემულობა, ერთი საერთო სივრცე და ფერთა ერთიანი პალიტრა, თუმცა თითოეულ მათგანს პროექტში საკუთარი, სრულიად უნიკალური ხელწერა შემოაქვს.
"ჩვენთვის თავიდანვე საინტერესო იყო ამ პროექტში მონაწილეობა, რადგან ჩვენთან ერთად ჩართულია რამდენიმე ავტორი და ის შედეგი, რომელსაც მივიღებთ, საინტერესო იქნება. ყოველ ავტორს, ვინც პროექტშია ჩართული განსხვავებული ხედვით, ეძლევათ ერთი მოცემულობა, ერთი გარემო, ერთი სივრცე, ერთი ფერთა პალიტრა".
ეს მიდგომა The Lake-ს უნიკალურ ურბანულ ლაბორატორიად აქცევს. ხოლო "ხმალაძე არქიტექტორების" მიერ დაპროექტებული ვილა იქნება ნათელი მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება ერთიანმა ეკოსისტემამ და ფერთა გამამ შობოს სრულიად განსხვავებული, ავთენტიკური და დახვეწილი საცხოვრებელი გარემო.
NOA Studio: სახლი, როგორც ლანდშაფტის ნაწილი და ბუნებასთან თანაარსებობის ხელოვნება
ქეთუნა ყრუაშვილისა და NOA Studio-სთვის (ნოა სტუდიო) The Lake-ის პროექტზე მუშაობა სცილდება სტანდარტული არქიტექტურული დაკვეთის ფარგლებს. ეს არის განსაკუთრებული შემოქმედებითი პროცესი, სადაც მთავარ კონცეფციასა და გადაწყვეტილებებს თავად ბუნება გვკარნახობს. Placemakers-თან კოლაბორაციის პირველივე ეტაპიდანვე ცხადი იყო, რომ გარემო უნდა გამხდარიყო როგორც ექსტერიერის, ისე ინტერიერის წამყვანი ელემენტი, რამაც განსაზღვრა კიდეც ვილის უმთავრესი ფილოსოფია – სახლი, როგორც ლანდშაფტის ორგანული ნაწილი.
ვილის არქიტექტურული ფორმა უშუალოდ იმ კონკრეტული ადგილიდან დაიბადა, სადაც ის შენდება. ნაგებობა საფეხურებრივად, ტერასებად ეშვება ლისის ფერდობზე, რითაც იქმნება ილუზია, რომ ის მთის ბუნებრივი, გეოლოგიური გაგრძელებაა. ამგვარი გააზრებული გეგმარების წყალობით, საზღვრები შიდა და გარე სივრცეებს შორის მაქსიმალურად იშლება და სახლიდან მცხოვრებლის წინაშე ტბის თვალწარმტაცი პანორამა იშლება.
NOA Studio-ს მიერ შერჩეული მასალები ხაზს უსვამს პროექტის კონტექსტუალურობას. ვილის ფასადზე გამოყენებული დაბუჩარდებული ბეტონი ზუსტად იმეორებს ლისის ფერდობის ბუნებრივ ფერსა და უსწორმასწორო ფაქტურას, რაც შენობას გარემომცველ სიმწვანესთან სრულად თავსებადს ხდის. არქიტექტურა სტატიკური არ არის და გარემოსთან ერთად ცოცხლდება:
- სინათლისა და ჩრდილების თამაში: დღის განმავლობაში მზე კედლებზე დინამიკურ, ცოცხალ ჩრდილებს ხატავს, რის გამოც მონუმენტური შენობა დღე-ღამის სხვადასხვა მონაკვეთში განსხვავებულად აღიქმება, ის თითქოს სუნთქავს და იცვლება.
- ბუნება, როგორც კარის მეზობელი: უბნის დაბალი განაშენიანება ქმნის იდეალურ პერსპექტივას იმისთვის, რომ ადამიანმა მიიღოს უმაღლესი კლასის საცხოვრებელი გარემო, სადაც ბუნება და ეკოლოგია მისი ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია.
"The Lake ჩემთვის უბრალოდ პროექტი არ არის, ეს არის ფლეისმეიქინგი, სადაც აწმყო და მომავალი ჰარმონიულად თანაარსებობს ბუნებაში".
ქეთუნა ყრუაშვილის ეს ხედვა ზუსტად ეხმიანება Placemakers-ის მთავარ მისიასაც. NOA Studio-ს საავტორო ვილა The Lake-ის ეკოსისტემაში იქნება ადგილი, სადაც უახლესი ურბანული სტანდარტები, დახვეწილი არქიტექტურული ესთეტიკა და პირველყოფილი ბუნების სიმშვიდე ერთიან ცხოვრების სტილს ქმნის.
IA:AB – მინიმალისტური პოეზია და სუფთა ფორმები
ირაკლი აბაშიძის არქიტექტურული სტუდია IA:AB გამორჩეულია თამამი, გეომეტრიული ექსპერიმენტებითა და ფუნქციონალური მინიმალიზმით. აქ არქიტექტურული ენა სისადავესა და სიზუსტეს ეფუძნება, რაც იდეალურად ეხმიანება ბაუჰაუსის ეპოქის შთაგონებას. The Lake-ისთვის შექმნილ ვილაში ირაკლი აბაშიძე აქცენტს გააკეთებს სუფთა ხაზებზე, მონუმენტურ, თუმცა მსუბუქ კონსტრუქციებსა და ბუნებრივი განათების მაქსიმალურ ათვისებაზე. ეს იქნება სივრცე, სადაც არქიტექტურა ადამიანს სიმშვიდისა და აბსოლუტური კომფორტის განცდას აძლევს.
ირაკლი აბაშიძისთვის ყოველი ახალი პროექტის დაწყება უდიდეს შემოქმედებით და ემოციურ მომენტთანაა დაკავშირებული. არქიტექტურა მათთვის არ არის მხოლოდ გეომეტრიული ფორმებისა თუ ტექნიკური გეგმარების ერთობლიობა; ეს არის პროცესი, როდესაც გონებაში დაბადებული სრულიად ახალი იდეა ჯერ ფურცელზე გადადის, ხოლო შემდეგ რეალურ, მატერიალურ სივრცედ გარდაიქმნება.
ამ შემოქმედებით გზაზე მისი უმთავრესი ორიენტირი საცხოვრებელი გარემოს დანიშნულებაა, შექმნას ადგილი, რომელსაც მომავალი მფლობელი სრულფასოვნად უწოდებს თავის სახლს. The Lake-ის ფარგლებში დაპროექტებული საავტორო ვილა იქნება სივრცე, რომელთანაც ადამიანი ღრმა ემოციურ კავშირს ამყარებს. ირაკლი აბაშიძის ხედვით, არქიტექტურა მაშინ აღწევს მიზანს, როდესაც მცხოვრებელი გრძნობს, რომ გარემო პერსონალურად მისთვის, მისი კომფორტისთვის შეიქმნა, და როდესაც ამ უნიკალური ატმოსფეროს გაზიარება მას ოჯახის წევრებსა და მეგობრებთან ერთად უხარია.
ამგვარი ამბიციური ჩანაფიქრის რეალიზებისთვის არქიტექტორი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს იმ პროფესიულ თავისუფლებას, რომელსაც დეველოპერი შემოქმედს უტოვებს. სწორედ Placemakers-ის მიდგომამ, დაეფასებინა და ნდობა გამოეცხადებინა არქიტექტორების გამოცდილებისთვის, მისცა სტუდიას შესაძლებლობა, შეზღუდვების გარეშე გამოევლინა საკუთარი ხედვა.
"ძალიან მნიშვნელოვანია, არქიტექტორს მიეცეს თავისუფლება მუშაობის პროცესში და იგრძნოს, რომ დამკვეთი მას და მის გამოცდილებას აფასებს და ენდობა. სწორედ ასეთი მიდგომა აქვს PlaceMakers-ს და სწორედ ამან განაპირობა შედეგი, რომელიც საბოლოოდ ამ მასშტაბის პროექტად ჩამოყალიბდა" – ამბობს ირაკლი აბაშიძე.
მის მიერ The Lake-ის ეკოსისტემისთვის შექმნილი ვილა იქნება თანამედროვე ურბანული დიზაინისა და სიმყუდროვის სინთეზი; სახლი, სადაც ინოვაციური ფორმები ემსახურება ერთადერთ მიზანს: ადამიანმა თავი ჭეშმარიტად საკუთარ სივრცეში იგრძნოს.
MUA – Multiverse Architecture: კონტექსტუალური დიალოგი ლანდშაფტთან
სტუდია MUA ქართულ და საერთაშორისო არქიტექტურულ სივრცეში ცნობილია კვლევებზე დაფუძნებული მიდგომებით. მათი ფილოსოფიის ბირთვი არის კონტექსტი და გარემო, სადაც შენობა უნდა გაცოცხლდეს. The Lake-ის პროექტისთვის MUA-ს მიერ დაპროექტებული ვილა იქნება ნაგებობა, რომელიც არ ცდილობს დომინირებას, არამედ ორგანულად ერწყმის ლისის რელიეფურ თავისებურებებს. ფართო ვიტრაჟები, მასალების ბუნებრივი ფაქტურა და შიდა სივრცეების ისეთი დაგეგმარება, სადაც ექსტერიერი შეუმჩნევლად გადადის ინტერიერში, ამ სახლს გარემომცველი ბუნების ნამდვილ გაგრძელებად აქცევს.
სტუდია MUA (Multiverse Architecture) პროცესს განსაკუთრებული ფილოსოფიით უდგება. მათი ხედვით, არქიტექტორის როლი იმ საჭიროებების აღმოჩენაცაა, რომლებიც ხშირად თავად მომავალმა მფლობელმაც კი არ იცის წინასწარ. სწორედ ამიტომ, The Lake-ის ეკოსისტემაში MUA-ს მიერ შექმნილი საავტორო ვილა იქნება პროექტი, რომელიც გათვლილია სწორი კრეატიული გადაწყვეტილებებით მათთვის, ვინც ამ სივრცეს საკუთარ სახლს უწოდებს.
MUA-ს გუნდისთვის ლისის ტბის ეს პროექტი ქალაქის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ნაწილად იქცა და, შესაბამისად, მასზე მუშაობა ძალიან საინტერესო პროცესია. ტბისა და თბილისის პანორამული ხედების იდეალურად ასათვისებლად, ვილის გეგმარება უნიკალურ ურბანულ ბალანსს გვთავაზობს: ის ერთდროულად მაქსიმალურად გახსნილიცაა გარემოს მიმართ და, ამავდროულად, ინარჩუნებს აბსოლუტურ პრივატულობას საცხოვრებელ ზონაში, იქნება ეს მისაღები, სამზარეულო თუ საძინებელი სივრცეები.
MUA-ს პროექტის ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი და პრაქტიკული გადაწყვეტილება შენობის სეზონურობაა. მათ სივრცე ორ მთავარ მიმართულებად დაყვეს:
- საზაფხულო მხარე (ჩრდილოეთი): სპეციალურად დაპროექტებული ზონა, რომელიც იდეალურად მუშაობს შიდა სივრცესთან. ის იცავს სახლს ზაფხულის მცხუნვარე მზისგან, ინარჩუნებს სასიამოვნო გრილ ატმოსფეროს და იდეალურ გარემოს ქმნის დასასვენებლად.
- ზამთრის მხარე (სამხრეთი): ორიენტირებულია სამხრეთისკენ, რაც მზის ენერგიისა და ბუნებრივი განათების მაქსიმალურად ათვისების საშუალებას იძლევა. ეს გადაწყვეტილება ზამთრის ცივ დღეებში სახლს ბუნებრივი სითბოთი და სინათლით ავსებს.
"ჩვენი ყველა პროექტი, მათ შორის The Lake, არის შემოქმედებითი პროცესის ლოგიკური გამოსავალი და არა უბრალოდ ინსპირაცია, ან რაღაც რეფერენსის ჩამოკიდება".
სტუდიისთვის არქიტექტურა არ არის სხვადასხვა ჟურნალიდან თუ პლატფორმებიდან აღებული ლამაზი სურათების მექანიკური გადმოტანა. ეს არის სიღრმისეული, ანალიტიკური პროცესი, სადაც მუას გუნდის თითოეული წევრი ყოველ ეტაპზე თანაბარ მონაწილედ მოიაზრება. სწორედ ამ კოლექტიური ხედვისა და გარემოსთან გულწრფელი დიალოგის შედეგია სახლი, რომელიც არქიტექტურულ ფორმას, ლოგიკასა და ყოველდღიურ კომფორტს ერთიან ორგანიზმად აქცევს.
Salt Projects: საცხოვრებელი გარემო, რომელიც ჰოსპიტალითის პრინციპებით იქმნება
Salt Projects-ის დამფუძნებლებისთვის, ვალერი ჩეხერიასა და ლევან ბერულავასთვის, The Lake-ის პროექტში ჩართვა პროფესიულ ნდობასა და საერთო ხედვას დაეფუძნა. Placemakers-ის გუნდთან – ნოდარ ადეიშვილსა და ზურა ფიჩხაიასთან – პირველი შეხვედრის შემდეგ ნათელი გახდა, რომ პროექტის მიზანი მხოლოდ საცხოვრებელი კომპლექსის განვითარება არ იყო. თავიდანვე საუბარი ეხებოდა ისეთი გარემოს შექმნას, სადაც არქიტექტურა, ბუნება, სერვისები და ყოველდღიური ცხოვრება ერთიან სისტემად იმუშავებდა.
The Lake სწორედ ამ მიდგომას ეფუძნება. პროექტი საცხოვრებელ გარემოს სხვაგვარად განიხილავს – აქ მთავარი აქცენტი არა მხოლოდ ინდივიდუალურ სახლზე, არამედ იმ გამოცდილებასა და სერვისებზე კეთდება, რომელსაც ვილების მფლობელები სხვა სტუმრებთან ერთად ყოველდღიურად მიიღებენ.
Salt Projects პროექტის კონცეპტის თანაშემქმნელია. ასევე, ის პროექტის ჰოსპიტალითისა და მომხმარებლის გამოცდილების მიმართულებას ხელმძღვანელობს. კომპანიის როლი მოიცავს საერთო კონცეფციის, სერვისების ეკოსისტემისა და საზოგადოებრივი სივრცეების განვითარების სტრატეგიას, რათა პროექტის ყველა კომპონენტი ერთიან და თანმიმდევრულ საუკეთესო გამოცდილებად ჩამოყალიბდეს.
პროექტი მსოფლიოში ცნობილ ნორვეგიულ არქიტექტურულ დიზაინ სტუდია Snøhetta-სთან თანამშრომლობით ჩამოყალიბდა, რაც საერთაშორისო გამოცდილებას ადგილობრივ კონტექსტთან აერთიანებს. ამ თანამშრომლობის მიზანია ისეთი გარემოს შექმნა, სადაც არქიტექტურა, დიზაინი, ლანდშაფტი და ყოველდღიური ცხოვრება ერთმანეთთან ბუნებრივ კავშირშია.
ვალერი ჩეხერიას შეფასებით, The Lake-ის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა მისი მდებარეობაა – "ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორია ქალაქში ერთ-ერთ იმ იშვიათ ადგილად რჩება, სადაც ბუნებრივი ლანდშაფტი, ღია სივრცეები და გარემოს ხარისხი ყოველდღიური ცხოვრების მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს. ასეთ ადგილას იქმნება არა მხოლოდ საცხოვრებელი, არამედ ეკოსისტემა, რომელიც ადამიანებს მისცემს საშუალებას, იცხოვრონ ქალაქში ტბასთან, ჯანსაღ გარემოში".
The Lake-ში საცხოვრებლის შეძენა ნიშნავს ისეთ ეკოსისტემაში გაწევრებას, სადაც საერთო სერვისები, საზოგადოებრივი სივრცეები და ყოველდღიური გამოცდილება ერთმანეთთან არის შერწყმული. სწორედ ამიტომ, პროექტში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ჰოსპიტალითის მიმართულებას და მის სერვისებს. საერთო სივრცეები და ყოველდღიური კომფორტისთვის შექმნილი ინფრასტრუქტურა საცხოვრებელ გამოცდილებას ავსებს და მას უფრო სრულყოფილს ხდის.
"დღეს ადამიანები მხოლოდ სახლს აღარ ეძებენ. ისინი ეძებენ გარემოს, სადაც ყოველდღიური ცხოვრება უფრო მარტივი, მშვიდი და ხარისხიანი ხდება. ამიტომ The Lake-ში სერვისები დამატებითი ფუნქცია კი არა, თავად პროექტის განუყოფელი ნაწილია", – ამბობს ლევან ბერულავა.