საერთაშორისო ინფლუენსერ მარკეტინგის პლატფორმა Keepface საქართველოშია

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

გლობალურ ბიზნესსექტორში ინფლუენსერ მარკეტინგი ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი მიმართულებაა. ამავდროულად, თანამედროვე ციფრულ ეპოქაში წარმატებული მარკეტინგული პროექტები ზუსტ ანალიტიკურ მონაცემებს ეყრდნობა.

სწორედ ციფრული მარკეტინგის უახლეს მიდგომებს იზიარებს ინოვაციური საერთაშორისო პლატფორმა Keepface. ხელოვნური ინტელექტის დახმარებით პლატფორმა მარკეტერებსა და ბრენდებს სთავაზობს ყველაფერს, რაც კამპანიის ეფექტურობისთვისაა საჭირო. სერვისები მოიცავს ინფლუენსერების სწორად შერჩევას, კომუნიკაციას, სიღრმისეულ რეპორტებსა და ანალიტიკას.

Keepface-ის შესახებ Entrepreneur-ს პლატფორმის რეგიონული დირექტორი, მაკუნა ქავთარაძე ესაუბრა.

მოგვიყევით, რას წარმოადგენს კომპანია Keepface.com? რა არის მისი ძირითადი კონცეფცია?

Keepface ქმნის ერთიან ციფრულ ეკოსისტემას, რომელიც ბრენდებს, სააგენტოებსა და ინფლუენსერებს ერთ სივრცეში აერთიანებს. ჩვენი მიზანია, მარკეტერებსა და კონტენტ კრეატორებს შორის თანამშრომლობის სრულიად ახალი, მაღალტექნოლოგიური კულტურა ჩამოვაყალიბოთ. ეს არის ინოვაციური მიდგომა, რომელიც ინფლუენსერ მარკეტინგის პროცესებს უფრო ორგანიზებულს, გამჭვირვალესა და მოქნილს ხდის – ოპტიმალური ინფლუენსერის შერჩევითა და კომუნიკაციით დაწყებული, კონტენტის კოორდინაციითა და მიღებული შედეგების ანალიზით დასრულებული.

რა მიგაჩნიათ Keepface.com-ის მთავარ კონკურენტულ უპირატესობად?

პლატფორმის უმთავრესი უპირატესობა მისი მოწინავე ტექნოლოგიური ფუნქციონალია. Keepface.com აერთიანებს ინფლუენსერების მასშტაბურ გლობალურ ბაზას, რაც კომპანიებს აძლევს შესაძლებლობას, მიზნობრივი კამპანიებისთვის ზუსტად შერჩეული კრეატორები იპოვონ. ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით შესაძლებელია ისეთი მონაცემების სიღრმისეული ანალიზი, როგორიცაა: აუდიტორიის დემოგრაფია, ჩართულობის – ე.წ. engagement-ის მაჩვენებელი და კონტენტის მიმართულება. ეს ყოველივე ბიზნესს მონაცემებზე დაფუძნებული ზუსტი გადაწყვეტილებების მიღებაში ეხმარება.

გარდა ამისა, პლატფორმა ახდენს კომუნიკაციის სრულ ოპტიმიზაციას: ინფლუენსერის მოძიება, კონტენტის ვერიფიკაცია და კამპანიის ეფექტიანობის შეფასება ხდება ერთიან სისტემაში.

კონკრეტულად რომელი სეგმენტისთვის არის განკუთვნილი ეს პლატფორმა?

Keepface, პირველ რიგში, წარმოადგენს სტრატეგიულ ინსტრუმენტს სარეკლამო სააგენტოებისთვის, მარკეტინგის მენეჯერებისა და იმ ბრენდებისთვის, რომლებიც აქტიურად მუშაობენ ციფრულ მარკეტინგულ კამპანიებზე. დღესდღეობით ინფლუენსერებთან თანამშრომლობა დაკავშირებულია დიდ დროსა და ადმინისტრაციულ რესურსთან – დაწყებული მოლაპარაკებებითა და კონტრაქტების გაფორმებით, დასრულებული კონტენტის მონიტორინგითა და რეპორტების შედგენით. Keepface ამ პროცესებს ერთ სივრცეში აერთიანებს და ხელოვნური ინტელექტის დახმარებით მათ ბევრად უფრო მარტივს, სისტემურსა და ორგანიზებულს ხდის.

რამდენად მნიშვნელოვანია მსგავსი პლატფორმის არსებობა ქართული ეკონომიკისა და ბიზნესსექტორის განვითარებისთვის?

ეს ადგილობრივი ბაზრისთვის ცალსახად მნიშვნელოვანი ეტაპია. ქართული ბიზნესი სულ უფრო მეტად ორიენტირდება ციფრულ არხებზე, რის გამოც საერთაშორისო სტანდარტების ტექნოლოგიურ პლატფორმებზე მოთხოვნაც თავისთავად იზრდება. Keepface ადგილობრივ კომპანიებს აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას, ითანამშრომლონ არა მხოლოდ ქართველ, არამედ საერთაშორისო კრეატორებთან და მარტივად მართონ გლობალური კამპანიები. ეს განსაკუთრებით საჭიროა იმ ბრენდებისთვის, რომლებიც ორიენტირებული არიან ექსპორტზე, ტურიზმის სექტორსა და საერთაშორისო მომხმარებლის მოზიდვაზე.

როგორია პლატფორმის ანალიტიკური და რეპორტინგის სისტემა?

Keepface-ის ერთ-ერთ წამყვან უპირატესობას სწორედ მისი თანამედროვე ანალიტიკური მოდელი წარმოადგენს. პლატფორმა რეალურ დროში აჩვენებს კამპანიის შედეგებს: აუდიტორიის ჩართულობას, ნახვების რაოდენობას, ეფექტიანობას და სხვა საკვანძო მარკეტინგულ მეტრიკებს.

რას შეცვლის Keepface უშუალოდ ინფლუენსერების საქმიანობაში?

პლატფორმა მნიშვნელოვნად ამარტივებს პროცესს თავად ინფლუენსერებისთვისაც. ხშირ შემთხვევაში, ბრენდებთან კოლაბორაცია მოითხოვს ხანგრძლივ კომუნიკაციას, მრავალჯერად შეხვედრებს, სამუშაო გრაფიკისა თუ გეგმის შეთანხმებას და სხვადასხვა ორგანიზაციულ დეტალს. Keepface ამ პროცესს მაქსიმალურად მოქნილს ხდის. ინფლუენსერებს შეუძლიათ ერთიანი სისტემის საშუალებით პირდაპირ მიიღონ შეთავაზებები, მარტივად მართონ თანამშრომლობის პროცესი და ოპერატიულად დაამყარონ კომუნიკაცია ბრენდებთან. აქ კოლაბორაცია ერთი ღილაკის დაჭერით, ზედმეტი ბიუროკრატიისა და დროითი რესურსის გარეშე ხდება.

როგორია Keepface.com-ის გრძელვადიანი სტრატეგია და გეგმები საქართველოში?

ჩვენი მიზანია, Keepface იქცეს ხიდად, რომელიც ქართულ ბაზარს საერთაშორისო ციფრულ შესაძლებლობებთან დააკავშირებს. დღეს ბიზნესის წარმატებისთვის გადამწყვეტია სწრაფი, მონაცემებზე დაფუძნებული და ეფექტური მარკეტინგული გადაწყვეტილებების მიღება – Keepface კი სწორედ ამ გამოწვევების საპასუხოდ შექმნილი პლატფორმაა.