Redbow Events-მა ახალი ტექნიკური პროდაქშენ ბრენდი Rodeo წარადგინა
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
Redbow საქართველოში ღონისძიებების მენეჯმენტის ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშეა. 2012 წლიდან კომპანია მნიშვნელოვან როლს ასრულებს ადგილობრივი ივენთ ინდუსტრიის ჩამოყალიბებასა და განვითარებაში. განვლილი წლების განმავლობაში შექმნილმა მრავალფეროვანმა პროექტებმა და დაგროვილმა გამოცდილებამ Redbow-ს საშუალება მისცა, არსებითი წვლილი შეეტანა ბაზრის სტანდარტების ამაღლებაში.
Redbow Events-ის ეკოსისტემას ახალი შვილობილი ბრენდი Rodeo შეემატა. კომპანიის მიზანი ბაზარზე სრულყოფილი და გამართული ტექნიკური სერვისის შეთავაზებაა, რაც ღონისძიებების ტექნიკურ უზრუნველყოფასა და პროდაქშენს მოიცავს. ახალი ინიციატივისა და ბრენდის ხედვის შესახებ Redbow-ს დამფუძნებელმა ლევან მდინარაძემ და ბრენდ-სტრატეგმა ანა დონდუამ ისაუბრეს.
პირველ რიგში, რატომ გადაწყდა ახალი ბრენდის Rodeo-ს შექმნა და რა არის მისი მთავარი კონკურენტული უპირატესობა?
ლევან მდინარაძე: თითქოს ბაზარზე ტექნიკური აღჭურვილობის მომწოდებლების ნაკლებობა არ არის, თუმცა რეალობაში ხარისხიანი პროდუქტი და სერვისი კონკრეტული მიმართულებებით მაინც საკმაოდ დეფიციტურია, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე განსხვავებულ, არასტანდარტულ გადაწყვეტებს ეხება.

Rodeo-ს შექმნის იდეა პირველ რიგში Redbow-ს საკუთარი შიდა საჭიროებიდან გაჩნდა. პროექტებზე მუშაობისას ხშირად ვაწყდებოდით ბაზარზე იმ ტიპის აპარატურისა და ესთეტიკური ელემენტების ნაკლებობას, რაც თანამედროვე, დახვეწილ ივენთს სჭირდება. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, ეს გამოწვევა შესაძლებლობად გვექცია. საკუთარი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებით დაწყებული იდეა განვავითარეთ ბრენდად, რომელიც ახლა უკვე ბაზრის მოთხოვნას უპასუხებს და ინდუსტრიას იმ ინვენტარსა და ესთეტიკას მიაწვდის, რაც აქამდე აკლდა.
ჩვენი მთავარი შეთავაზება მარტივია: დამკვეთს არ სჭირდება ხუთ სხვადასხვა ტექნიკურ მომწოდებელთან კოორდინაცია. Rodeo თავის თავზე იღებს ღონისძიების ტექნიკურ მხარდაჭერას. ჩვენი პროდუქტი სრული ტექნიკური გადაწყვეტაა და არა მხოლოდ ცალკეული აპარატურა.

საიდან მოდის სახელი "Rodeo" და როგორ აისახება ის ბრენდის არქეტიპსა და იდენტობაში?
ანა დონდუა: სახელწოდება Rodeo უშუალოდ უკავშირდება იმ ენერგიასა და ოსტატობას, რაც როდეოს პროცესს ახასიათებს, ეს არის ველური, უმართავი ძალისა და ქაოსის დამორჩილება, მყარი წონასწორობის შენარჩუნება და სიტუაციის სრული კონტროლი. ივენთ-ინდუსტრიაში ტექნიკური პროცესები ხშირად მაღალ რისკებთან და ფორსმაჟორებთან ასოცირდება, Rodeo კი სწორედ იმ პროფესიონალურ სიმტკიცესა და სიმშვიდეს განასახიერებს, რომელიც ნებისმიერ გაურკვევლობას მართვად და უნაკლო სანახაობად აქცევს.
სწორედ ამ შინაარსიდან გამომდინარეობს ბრენდის მთელი იდენტობაც:
- არქეტიპი: "გმირი"საიმედო ძალა, რომელიც არ უფრთხის რთულ გამოწვევებს, ამარცხებს ქაოსს და იღებს სრულ პასუხისმგებლობას შედეგზე.
- ხასიათი და ტონი: გამბედავი, პირდაპირი, ზუსტი და თავდაჯერებული — უარვყოფთ ზედმეტ ბიუროკრატიას და ვკონცენტრირდებით კონკრეტულ, გამართულ შედეგზე.
როგორ გადანაწილდება როლები Redbow-სა და Rodeo-ს შორის და როგორია ბრენდის არქიტექტურა?
ლევან მდინარაძე: Rodeo პოზიციონირებს მოდელით: "ღონისძიებების ტექნიკური პროდაქშენი და გაქირავება Redbow Events-ისგან". ეს მოდელი Rodeo-ს აძლევს სრულ ოპერაციულ დამოუკიდებლობას და ამავდროულად ზურგს უმაგრებს Redbow-ს მრავალწლიანი გამოცდილება და რეპუტაცია ღონისძიებების ინდუსტრიაში.
ეკოსისტემაში როლები მკაფიოდ არის გაყოფილი:
- Redbow: ღონისძიების გამოცდილება, კონცეფცია და სტრატეგია.
- Rodeo: ტექნიკური ინფრასტრუქტურა: სცენა, (LED) ეკრანი, გახმოვანება, განათება, მონტაჟი/დემონტაჟი და ადგილზე მხარდაჭერა.
- ერთად: სრული ციკლი კონცეფციიდან პროდაქშენამდე.
რა პროდუქტებსა და პაკეტებს სთავაზობს Rodeo მომხმარებელს?
Rodeo უზრუნველყოფს სრულ ტექნიკურ პროდაქშენს, იდეიდან მის სრულყოფილ აღსრულებამდე.
იმისათვის, რომ პროცესი მაქსიმალურად მარტივი და ეფექტური იყოს, შევქმენით სპეციალური პაკეტები ნებისმიერი მასშტაბისა და ფორმატის პროექტისთვის:
- კორპორატიული ღონისძიებები და კონფერენციები: საქმიანი გარემოსთვის საჭირო მკაფიო, გამართული ინფრასტრუქტურა;
- პროდუქტის ლონჩი: არქიტექტურული განათება და ვიზუალური ეფექტები შთამბეჭდავი პრეზენტაციისთვის;
- წვეულებები და კერძო შეკრებები: ხმისა და სინათლის დინამიკური გადაწყვეტები სწორი ენერგიის შესაქმნელად;
- მასშტაბური გამოფენები: რთული, მრავალკომპონენტიანი კონსტრუქციები
როგორია თქვენი ხედვა Rodeo-ს სამომავლო განვითარებასთან დაკავშირებით?
ლევან მდინარაძე: ჩვენთვის Rodeo-ს ბაზარზე გამოჩენა მხოლოდ პირველი ნაბიჯია. ჩვენი სტრატეგია არასდროს გულისხმობდა მიღწეულით დაკმაყოფილებას ან სტანდარტულ ჩარჩოებში დარჩენას. Redbow-ს ბრენდის მთელი ფილოსოფია მუდმივ ძიებასა და განვითარებაზე დგას. სწორედ ამიტომ, ჩვენი მიზანია Rodeo-მ უწყვეტად ადევნოს თვალი ტექნოლოგიურ პროგრესს, მოახდინოს უახლესი აპარატურის ინტეგრაცია და დანერგოს ინოვაციური მიდგომები ივენთ პროდაქშენში. Redbow-ს მხრიდან ჩვენ მუდმივად ვუზრუნველყოფთ ამ ზრდის მხარდაჭერას, რათა თითოეული ახალი პროექტი იყოს კიდევ უფრო მასშტაბური, დახვეწილი და ინდუსტრიის ახალი სტანდარტის გამსაზღვრელი.